დემნა გვასალიას ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდო გადაეცა

საქართველო, თბილისი - 12:55 | 11.11.2021
ნანახია: 891

მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს (CFDA) ჯილდო მიიღო.

დემნა გვასალია ქალის ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის კატეგორიაში გაიმარჯვა. პირველად CFDA-ს ჯილდო დემნა გვასალიამ 2017 წელს მიიღო.

დაჯილდოების ცერემონიალი ნიუ იორკში 10 ნოემბერს გაიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე