ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავთ

საქართველო, თბილისი - 12:49 | 10.11.2021
ნანახია: 563

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ პროცესს არ დაესწრება.

მისი თქმით, სააკაშვილი სასამართლოში სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ გადაჰყავს.

ბასილაიას თქმითვე, სააკაშვილს არც კი შეატყობინეს, რომ პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით სასამართლოდან შესაბამისი მოთხოვნა იყო გაგზავნილი.

"13:00 საათზე არის სასამართლოში პროცესი. პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაყავს. უფრო მეტიც, გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან იყო მოთხოვნა მოსული", - თქვა ბექა ბასილაიამ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატები აპირებენ დააყენონ შუამდგომლობა სააკაშვილის აღკვეთი ღონისძიების მოხსნის შესახებ და მას მიეცეს ტელეფონით სარგებლობის უფლება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე