საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "Europcar Georgia" ახალ სერვისს ნერგავს
საქართველო, თბილისი - 14:22 | 08.11.2021 ნანახია: 833
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “Europcar Georgia” ადგილობრივ ბაზარზე სრულიად ახალ პროდუქტს ნერგავს. 3,750,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, საქართველოში პირველად, “Europcar Georgia” კომპანიებს სატრანსპორტო მომსახურებას აპლიკაციის საშუალებით სთავაზობს.
მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმის გამოყენებით საავტომობილო მომსახურება მათთვის სასურველი დროით, მისამართით და ხანგრძლივობით დაჯავშნონ.
„Europcar Georgia“ საავტომობილო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სამ ძირითად სერვისს - ავტომობილების გაქირავებას, საოპერაციო ლიზინგსა და სატრანსპორტო მომსახურებას აერთიანებს. კომპანია 90-მდე ადამიანს ასაქმებს და 50-მდე პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს.
ამჟამად “Europcar Georgia”-ს მფლობელობაში 300-მდე სხვადასხვა კლასის და ტიპის ავტომობილია, მათ შორის სედანის ტიპის ბიუჯეტური (Toyota, Mazda, Renault და Hyundai) და Volvos და Land Cruiser-ის ტიპის მაღალი კლასის ავტომობილები.
„სატრანსპორტო მომსახურება“ „Europcar Georgia”-ს ახალი პროდუქტია, რომლის დანერგვაშიც მნიშვნელოვანი როლი „საქართველოს ბანკმა“ ითამაშა. ბანკის მიერ გამოყოფილი ინვესტიციით, მოგვეცა შესაძლებლობა, დამატებით 60 მანქანა შეგვეძინა და 70-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეგვექმნა. ახალი პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მეშვეობით კომპანიას აღარ უწევს ტაქსების, ავტოპარკის შექმნის, მძღოლების აყვანის, დისპეჩერიზაციისთვის რესურსების მობილიზება და ხარჯების გაწევა. ჩვენი თანამედროვე, ყველაზე მოქნილი, კომფორტული მობილური აპლიკაციები და სისტემა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას“ - აცხადებს „Europcar Georgia“-ს დირექტორი, სანდრო საყვარელიძე.
“სამომავლოდ, ვგეგმავთ გავფართოვდეთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ მეტი ლოკაცია მოვიცვათ. ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად ინტეგრირებაა. მისი დახმარებით, ვცდილობთ უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ მომხმარებლის გამოცდილება. აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომავალ წელს 100%-ით გავიზარდოთ და კიდევ მეტი ახალი და ინოვაციური პროდუქტი შევთავაზოთ როგორც საცალო, ისე კორპორატიულ მომხმარებელს“, - დასძენს სანდრო საყვარელიძე.
“მოხარული ვართ, რომ პარტრნიორობის ფარგლებში “Europcar Georgia” აქტიურად აგრძელებს განვითარებას. კომპანია მომხმარებელს მაღალი ხარისხის, მრავალფეროვან და საინტერესო საავტომობილო სერვისს სთავაზობს. “Europcar Georgia”-ს ტრანსპორტის დაჯავშნა მომხმარებელს როგორც ვებ-გვერდიდან, ასევე მობილური აპლიკაციის გამოყენებითაც შეუძლია. ახლახან, “Europcar Georgia”-ს პლატფორმებს მძღოლების/კომპანიის ფიდბექის ფუნქციონალი დაემატა, რაც ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებულობაზე მიუთითებს. მათ წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ “Europcar Georgia”-ს მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის „Rising Star“-ის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების ხელშეწყობას, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და მეტი შესაძლებლობა ბიზნესის განვითარებისთვის“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მითაიშვილი.
ინფორმაციისთვის, „Europcar“ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ავტომობილების გაქირავების კომპანიაა. 1949 წელს შექმნილი კომპანია დღეს ევროპის მასშტაბით ბაზრის ლიდერია და მსოფლიოს ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი. საქართველოში „Europcar“-ს თეგეტა ჰოლდინგი წარმოადგენს, რომელიც საქართველოში „Europcar international“-ის ექსკლუზიური პარტნიორი 2020 წლის ივნისში გახდა. აღნიშნული თანამშრომლობა franchising-ს გულისხმობს და სწორედ ამ პერიოდიდან პოზიციონირდება ბაზარზე კომპანია „Europcar Georgia“.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















