ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის ფედერალურ კანცლერს ალექსანდერ შალენბერგს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 16:31 | 01.11.2021 ნანახია: 702
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის ფედერალურ კანცლერს ალექსანდერ შალენბერგს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ავსტრიის კანცლერს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოსა და ავსტრიას შორის, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. აღინიშნა, რომ 2022 წელი ორმხრივ ურთიერთობებში საიუბილეოა - საქართველო-ავსტრიის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდერ შალენბერგი საქართველოში მიიწვია და განაცხადა, რომ მოხარული იქნება, მას თბილისში, ამჯერად კანცლერის რანგში უმასპინძლოს.
შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ავსტრიის მნიშვნელოვან და უწყვეტ მხარდაჭერას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზის ერთგულია და განაგრძობს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტურ განხორციელებას. ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მოლოდინებზე და ამ ფორმატში პარტნიორებისადმი დიფერენცირებული მიდგომის პრინციპის - მეტი მეტისთვის გამოყენების მნიშვნელობაზე. ასევე, ხაზი გაესვა ასოცირებული ტრიოს მეტი ჩართულობის უზრუნველყოფისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის დამატებითი მექანიზმების შეთავაზების აუცილებლობას.
შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADA) წარმატებულ და ეფექტურ პარტნიორობას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში პოზიტიურად შეფასდა ვენაში ახლახან გამართული მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა და მრგვალი მაგიდა, რომელშიც ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ავსტრიის ფედერალური კანცლერის შეხვედრა გლაზგოში, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















