საკრებულოს წევრმა ქალებმა კონფერენციაში „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად“ მონაწილეობა მიიღეს
საქართველო, თბილისი - 18:21 | 09.02.2016 ნანახია: 1900
საქართველოს საკრებულოების წევრ ქალთა ფორუმის მესამე კონფერენცია - „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ქალების მონაწილეობით გაიმართა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა, საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის ორგანოების და საკრებულოების წევრი ქალების გარდა, საქართველოს ხელისუფლების, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიება სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ აშშ-ს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა გახსნა.
ფორუმის სამუშაო ჯგუფმა, მონაწილეებს გასული წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო. კონფერენციაზე დისკუსიის რეჟიმში განიხილეს თემები გენდერული კვოტირების, ადგილობრივ დონეზე ქალთა როლის გაძლიერების, სკოლამდელი განათლების და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ.
კონფერენციაზე მოხსენებით თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქციის „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე გამოვიდა. მან არჩევით თანამდებობაზე ქალების როლზე, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ამომრჩევლებთან ურთიერთობის არსებულ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და როგორც ადგილობრივ ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქალებზე - როგორც ცვლილებების განმახორციელებელ მნიშვნელოვან ძალაზე გაამახვილა ყურადღება.
კონფერენციაზე ქალთა როლის გაძლიერების საკითხებზე ასევე ისაუბრეს ნიუ-ჯერსის ჰაილედ პარკის ყოფილმა მერმა მერილ ფრეკმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა შომბი შარპმა, საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ევა სმედბერგმა, საქართველოს პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















