იოსებ ხახალეიშვილი - 52.51 %, ხატია დეკანოიძე - 47.484 % - ცესკოს პირველადი შედეგები

საქართველო, თბილისი - 23:58 | 30.10.2021
ნანახია: 681

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, ქუთაისის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს.

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით „ქართული ოცნების“ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს 52.516 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ხატია დეკანოიძეს 47.484 პროცენტი.

ცესკო-ს მონაცემებით, ქუთაისის 124 უბნიდან დათვლილია 26 (20.968%) უბანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე