კრწანისის რაიონში, ფონიჭალის სამივე საარჩევნო უბანი დასრულდა კოალიციის გამარჯვებით - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 21:27 | 30.10.2021
ნანახია: 426

თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციამ კრწანისის რაიონში ფონიჭალის სამივე უბანი მოიგო.

როგორც მელიამ განმარტა, ამ უბნებში არჩევნები ელექტრონულ ფორმატში ტარდება და შესაბამისად ხმები დათვლილია.  

"კრწანისში, ფონიჭალაში, სადაც სამი საარჩევნო უბანი მდებარეობს და ელექტორალურად, წლების განმავლობაში, რაც ჩვენ ვართ ოპოზიციაში, იყო ურთულესი საარჩევნო უბნები და არასოდეს არ მოგვიგია სამივე უბანი ერთდროულად. ეს ხმები დათვლილია უკვე ვინაიდან ელექტრონულ ფორმატში ტარდება იქ არჩევნები. კრწანისის რაიონში, ფონიჭალის სამივე საარჩევნო უბანი დასრულდა კოალიციის გამარჯვებით. ასეთივე შედეგებით დასრულდება მჯერა აბსოლუტური უმრავლესობა საარჩევნო უბნებში დათვლილი ხმების შედეგად და ოქმებიც ასე გაფორმდება", - ამბობს მელია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე