შსს-მ არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო დანაშაულის 8 ფაქტზე დაიწყო. დაკავებულია ერთი პირი
საქართველო, თბილისი - 20:48 | 30.10.2021 ნანახია: 815
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის დროს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაწყებული სავარაუდო დანაშაულის რვა ფაქტზე დაიწყო, ბრალდებულის სახით დაკავებულია ერთი პირი.
არჩევნების მე-2 ტურის მიმდინარეობის დროს გამოვლენილი კანონდარღვევებისა და მათზე პოლიციის მიერ მომხდარი რეაგირების შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კოვზიაშვილმა გააკეთა განცხადება.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ ღონისძიებებს და მოქმედებებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. პოლიციის მობილური ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებიან. მყისიერი რეაგირება ხდება პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა ფაქტზე, რის შესახებაც პერიოდულად გაწვდით ინფორმაციას, ასევე, სამინისტრო მჭიდრო კოორდინაციაშია საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან.
დავიწყებთ თბილისში, ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მომხდარი ბოლო ინციდენტის შესახებ ინფორმაციით - პოლიცია შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რათა მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და მშვიდ გარემოში გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი.
ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული აქვს სავარაუდო დანაშაულის 8 ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1 პირი.
კერძოდ:
ქარელის N2 საარჩევნო უბანში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია "მონიტორინგის“ ჟურნალისტს. მომხდარ ფაქტზე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და კენჭისყრის შენობაში ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.
პოლიციის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებულია 1972 წელს დაბადებული გ.კ.; ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში. გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ფოთში, N12-ე საარჩევნო უბანში, ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტს წაართვეს მიკროფონის ატრიბუტი, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნდა. ჟურნალისტის გადმოცემით, აღნიშნული დაპირისპირებისას მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს; სენაკის რაიონულ სამმართველოში, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო მუქარის ფაქტზე.
კანდიდატის განმარტებით, მას მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს; აჭარის პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. გამოძიებისთვის ამ ეტაპზე ჟურნალისტების მიერ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გონიოში, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანიების - "მთავარისა"
და "ფორმულას" ჟურნალისტებთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, აქტივისტებმა ტელეკომპანია "ფორმულას" კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს.
მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის გაგრძელდება ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვები; ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო თბილისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. გამოძიებით დგინდება, რომ სკვერში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ შენიშნა, სავარაუდოდ, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი.
მოქალაქის განმარტებით, მას აგიტატორის კუთვნილი სიები ჩაუვარდა ხელში, რის შემდეგაც რამდენიმე ახალგაზრდამ აღნიშნულ მოქალაქეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს;
ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის N40 საარჩევნო უბანში ძალადობის ფაქტის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლების შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. დამკვირვებლების გადმოცემით, ისინი საარჩევნო უბნის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი მკვიდრის კუთვნილ ავტოფარეხში მსხდომი პირების ვიდეოგადაღებას აწარმოებდნენ, რა დროსაც დაიწყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. ერთ-ერთი დამკვირვებლის განმარტებით, მან დაპირისპირების დროს მიიღო დაზიანებები და დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა.
დამკვირვებლები ამ ეტაპზე უარს აცხადებენ პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გამოცხადებაზე.
ძალადობის შესაძლო ფაქტებზე საზოგადოებისთვის უკვე ცნობილ სისხლის სამართლის ორ საქმეზე გრძელდება გამოძიება.
ქალაქ ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს; სენაკის N14 საარჩევნო უბნიდან, ტელეკომპანია "მთავარის“ ჟურნალისტის შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით; გარდა აღნიშნულისა, პოლიციამ ზუგდიდსა და რუსთავში, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 6 პირი დააკავა. აღნიშნული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით.
ზუგდიდში ადმინისტრაციული საქმისწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით მიმდინარეობს, ხოლო რუსთავში - ამავე კოდექსის 173-ე მუხლით.
ზემოაღნიშნულ ფაქტებზე სამართალდამრღვევის ჩამდენი პირები არიან როგორც მმართველი, ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
ამასთანავე, საარჩევნო კანონმდებლობის, კერძოდ, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე, 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ამ ეტაპისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 18 შემთხვევაზე. იქ, სადაც გამოიკვეთა კანონით დადგენილი დისტანციის დარღვევის პირველადი ფაქტი, შეკრებილ მოქალაქეებს პოლიციის მიერ მიეცათ გაფრთხილება. აღნიშნულის თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შედგენილია შესაბამისი ოქმები.
გამოვლენილ ინციდენტებზე ტარდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.
მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ დააფიქსიროთ აღნიშნული კანონდარღვევა და დაუყოვნებლივ შეატყობინოთ პოლიციას. ასევე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმით კონფრონტაციაში შესვლისგან და სიტუაციის ხელოვნური ესკალაციისგან, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში დასრულებას”, - აცხადებენ შსს-ში.
პოლიტიკა
- ადამიანი თუ ქვეყნის ინტერესებს ასცდება და დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება - მარიამ ლაშხი ფარცხალაძეზე
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
საზოგადოება
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
სამართალი
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
მსოფლიო
- დღეს ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოებისა და ქვეყნის აღდგენის შესახებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ და ვერც წარმოადგენს, რადგან თავდასხმა არ ყოფილა - ანდრიი სიბიჰა
- რუსეთის მიზანია 2026 წლისთვის დონბასის მთელი ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ოლქის დაკავება - კირილო ბუდანოვი
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















