კახა კალაძე - 49%, ნიკა მელია - 51% - მთავარი არხის ეგზიტპოლი

საქართველო, თბილისი - 20:04 | 30.10.2021
ნანახია: 480

დღევანდელ არჩევნებში მერობის რომელ კანდიდატს მიეცით ხმა? - "მთავარი არხის" დაკვეთით, კომპანია "ანოვას" მიერ საქართველოს 5 ქალაქში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:

თბილისი: ნიკა მელია - 51%; კახა კალაძე - 49%.

ეგზიტპოლი ჩატარდა "მთავარი არხის" დაკვეთით, გამოკითხვის პროცესი შეასრულა კომპანია "ანოვამ". შედეგების დათვლაზე იმუშავა სტატისტიკოსების ჯგუფმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.

გამოკითხვა ჩატარდა დღეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.

ეს შედეგები ასახავს 18:00 საათის მონაცემებს


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე