Editorial - ქართული ტოტალიტარიზმის უკვდავება
საქართველო, თბილისი - 18:40 | 21.09.2015 ნანახია: 6310
Editorial - ქართული ტოტალიტარიზმის უკვდავება
გიგი უგულავას ერთდღიანი «გამოშვება» და მერე «უკან შებრუნება» ძალიან საინეტრესო მოვლენაა, არამხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური შედეგების თვალსაზრისით. თუმცა ასეთი შედეგი, რასაკვირველია, «დადგება», როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები. ეს საქმე კი უფრო ფართო დისკურსშიც შეიძლება განვიხილოთ.
მაგალითად: რატომ უქადდა ხელისუფლებას პოლიტიკურ კატასტროფას ყველა დამკვირვებელი იმ შემთხვევაში, თუ უგულავა საბოლოოდ «გამოვიდოდა»? რატომ წინასწარმეტყევლებდნენ, რომ ეს იქნებოდა «ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისი» ან «დასაწყისის დასასრული» (დიდი უინსტონ ჩერჩილის ერთ-ერთი გენიალური გამონათქვამის შესაბამისად) და რატომ ეტყობოდათ «ოცნების» გულწრფელ (ასე ვთქვათ «გულწრფელ») ლიდერებს, რომ მართლა ძალიან ეშინოდათ, რაკი საფრთხეს აცნობიერებდნენ?
სხვებიც აცნობიერებდნენ, რასაკვირველია, მაგრამ ჰყოფნიდათ ინტელექტუალური ძალა, ეს შიში საჯაროდ არ გადმოეფრქვიათ!
ან რატომ უკავშირდება უგულავას ქეისი (თან სწორედ ამ, ესე იგი გამოშვება-არგამოშვების კონტექსტში) მომავალ არჩევნებს?
იგივე კითხვა სხვა კუთხით, სანამ პასუხებს დავიწყებდეთ: თვით «ნაციონალები» რატომ უსვამდნენ ხაზს მუდმივად იმას, რომ «ხელისუფლება დამარცხდა, დასუსტდა(!) დაჩმორდა», რაკი უგულავას თუნდაც ერთდღიან გათავისუფლებას წინააღმდეგობა ვერ გაუწია? აბა კარგად გავიხსენოთ და დავაკვიდრეთ: ისინი სწორედ ამ რაკურსში წარმოაჩენდნენ მომხდარს.
პასუხი თვალანთელია: იმიტომ, რომ ყოფილ ხელისუფლებასაც და ამჟამინდელსაც შესანიშნავად ესმით ქართველი ამომრჩევლის ძირითადი თვისება – იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს ხელისუფლებას ლეგიტიმურად («ლეგიტიმურად» პოლიტიკური და არა იურიდიული თვალსაზრისით), ესე იგი «არსებითად», «ძლიერად», «გამკეთებლად» და ა.შ. თუ იგი არ ამჟღავნებს სისუსტეს და არ მიდის დათმობებზე ზეწოლის შედეგად!
უგულავას გათავისუფლება, თუნდაც 24 საათით, აღქიმება, როგორც ხელისუფლების მოსუსტება, მისი მხრიდან მნიშვნელოვან პროცესებზე და ინსტიტუტებზე კონტროლის და ზეგავლენის დაკარგვა. ხოლო სუსტ, ესე იგი დაჩმორებულ ხელისუფლებას, ამომრჩეველი ხმას არ მისცემს არავითარ შემთხვევაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გავიხსენოთ საკვანძო ეპიზოდები მიშას მმართველობიდან: 2007 წლის 7 ნოემბერს მან დაარბია მიტინგი, შემდეგ გადადგა და დანიშნა ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც «ბეწვზე მოიგო».
იმ დროს ბევრი უცხოელი ექსპერტი გაკვირვებით იჩეჩდა მხრებს: «კი მაგრამ, თუკი მაინც აპირებდა გადადგომას, ესე იგი მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მაშინ გადამდგარიყო 6 ნოემბერს – ამით ხომ დარბევის აუცილებლობას, ესე იგი დასავლეთში საკუთარი იმიჯის შელახვას თავიდან აიცილებდა?!»
არადა, მიშა, რომელიც საკმაოდ კარგად იცნობს მასის ფსიქოლოგიას, აბსოლუტურად სწორად მოიქცა (თავისი ინტერესებიდან გამომდინარე): იგი რომ 6 ნოემბერს გადამდგარიყო – «გრეჩიხას» მხრიდან დედის გინებისა და სამიტინგო ზეწოლის ფონზე – ეს აღქმული იქნებოდა, როგორც სისუსტის გამოვლინება და მარცხი, ანუ უეჭველად წააგებდა იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს! დარბევის შემდეგ გადადგომა კი უკვე სულ სხვაგვარად გამოჩნდა.
გავიხსენოთ, აგრეთვე, 2012 წლის არჩევნები: არავინ დავობს, რომ გადამწყვეტი როლი შეასრულა «ციხის კადრებმა», მაგრამ რატომ და როგორ? სინამდვილეში იმიტომ კი არა, რომ მასა თურმე ისე აღშფოთდა იმ საზარელი კადრების გამო, ამის შემდეგ «ნაციონალთა» ან მიშას სახელის ხსენებაც არ უნდოდა. რეალურად, წაგების მიზეზი ის გახდა, რომ ხელისუფლება აშკარად დაიბნა, დაწყებულ მიტინგებსა და პროტესტებს ვერაფერი დაუპირისპირა, ესე იგი, მასის თვალში დასუსტდა, რაკი იმ რამდენიმე დღის განმავლობაში გაუბედაობა და უმწეობა გამოამღჟღავნა.
ანუ ქართველი ამომრჩევლი ჰგავს რომაულ კოლიზეუმში შეკრებილ პლებსს, რომელიც სიამოვნებით აკვირდება თვალწინ გაშლილ სისხლიან სანახაობას, ხოლო ხმას აძლევს გამარჯვებულს და მხოლოდ გამარჯვებულს! ამიტომაც საქართველოში არჩევნებს იგებენ არა საარჩევნო დღეს, არამედ არჩევნებმდე!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაგრამ რა უნდა იღონოს (ან რა უნდა ეღონა) ხელისუფლებას საიმისოდ, რომ «მაგარი» (ესე იგი, არსებითი, ძლიერი, გამკეთებელი, შეუვალი, უშიშარი, უკანმოუხედავი) გამოჩნდეს მასის თვალში?
რასაკვირველია, პირველ ყოვლისა, უნდა დააპატიმროს წინა ხელისუფლება!
თანაც ეს კანონი ჩაისახა ბევრად ადრე, ვიდრე დემოკრატიული არჩევნები ჩატარდებოდა საქართველოში. აქვე გავითვალისწინოთ: რეალურად, მასათა თვალში ლეგიტიმურობის ცენზი ტოტალიტარულ ხელისუფლებასაც სჭირდება. ამიტომ როდესაც 1972 წელს რესპუბლიკის სათავეში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა, პირველი, რაც გააკეთა, რეპრესიათა ტალღა და წინა ხელისუფლების დაჭერები იყო.
მერე, როცა ცკ-ის მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი გახდა, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები ჩასვა ციხეში;
შევარდნაძე დაბრუნდა და გამსახურდიას ხელისუფლება გამოკეტა საკნებში;
სააკაშვილი მოვიდა და შევარდნაძის ბობოლები ტელეკამერების წინ დააპატიმრა;
ივანიშვილი მოვიდა და უკვე სააკაშვილის მინისტრები ჩააყუდა «მატროსოვზე»;
ცოტა არ იყოს, სევდიანად კომიკურია (თუმცა კი საგულისხმოა), რომ ერთადერთი გამონაკლისი ამ სამხეცეში ზვიად გამსახურდია აღმოჩნდა: მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში მოვიდა, წინა ხელისუფლება (კომუნისტები) არ დაუპატიმრებია. მაქსიმუმი, რაც გააკეთა, ის იყო, «ცკ»-ის პირველ მდივან გივი გუმბარიძეს მიკროფონი გამოურთო უზენაესი საბჭოს სხდომაზე. ეს იყო და ეს. მაგრამ... იმიტომაც დაემხო რამდენიმე თვეში, რაკი მასამ ხელისუფლების სისუტე იყნოსა!
სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქართველო იყო და რჩება ტოტალიტარული მენტალობისა და კოდის მატარებელ საზოგადოებად, ანუ, ამ აზრით, ბნელ ოქლოკრატიად, რომელიც ლეგიტიმურად აღიარებს და არჩევნებზე ხმას აძლევს მხოლოდ იმ ძალას, რომელიც «იჭერს» და ამით ადასტურებს საკუთარ «მაჩოობას».
ყველაზე საზარელი ისაა, რომ არანაირი დემოკრატიული რეფორმებით ამ საქმეს არ ეშველება: სანამ ხალხს ამგვარი მენტალობა აქვს, სანამ იგი ხმას აძლევს არა იდეების, პროგრამების და პოზიტიური პროექტების, არამედ ე.წ. «მაგრობის» მიხედვით, მანამ ვიქნებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ყოველი მომდევნო ხელისუფლება, თავისი ლეგიტიმურობის დადასტურებას წინა ხელისუფლების დაჭერით, რეპრესიებითა და ციხით შეეცდება
მასის შეგნების აღზრდა ელიტათა ამოცანაა, თუმცა ჯერჯერობით ქართული ელიტები ამ ისტორიული მისიის აღსრულებისთვის აუცილებელ პასუხისმგებლობას, ნიჭსა და უნარს ნამდვილად ვერ ამჟღავნებენ.
Editorial
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















