თიბისი ბანკის სათაო ოფისში ცნობილი პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე როგოისკის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 16:12 | 09.02.2016 ნანახია: 1884თიბისი ბანკის სათაო ოფისში ცნობილი პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე როგოისკის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, საქართველოში პოლონეთის ელჩი ანჟეი ჩიეშკოვსკი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ასევე დიპლომატიური კორპუსის და პოლონური დიასპორის წარმომადგენლები დაესწრენენ.
ცნობილმა პოლონელმა არქიტექტორმა ალექსანდრე როგოისკიმ შენობა, სადაც ამჟამად თიბისი ბანკის სათაო ოფისი მდებარეობს, მაშინდელი კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოებისთვის 1912 წელს დააპროექტა. მემორიალური დაფა თიბისი ბანკის სათაო ოფისის შენობაზე, როგორც XIX-XX საუკუნეების ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობაზე სიმბოლურად, ალექსანდრე როგოისკის პატივსაცემად განთავსდა.
როგოისკი საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდა. წლების განმავლობაში პოლონელი არქიტექტორი თბილისში მოღვაწეობდა და მის სახელს არაერთი ცნობილი და ისტორიული შენობა უკავშირდება. მათ შორის, ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, ყოფილი კათოლიკური ეკლესია, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში მდებარე სამლოცველო, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ინტერიერი, სემინარიის ყოფილი შენობა, სადაც ამჟამად მე-9 საავადმყოფოა განთავსებული.
ახალი შენობების დაპროექტების გარდა, ცნობილი პოლონელი არქიტექტორი რესტავრაცია-რეკონსტრუქციის პროცესშიც იყო ჩართული. როგოისკის ხელმძღვანელობით ჩატარდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის შენობის რეკონსტრუქცია 1903-1909 წლებში. გარდა ამისა, ის სიონის ქუჩაზე მდებარე ქარვასლის შენობის რესტავრაციის ავტორიცაა. ისტორიული შენობების გარდა, ალექსანდერ როგოისკის მიერაა დაპროექტებული თბილისში მდებარე არაერთი საცხოვრებელი სახლი.
პოლონეთის საელჩოს ინციატივით, პროექტ „პოლონური კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში“ ფარგლებში საქართველოში პოლონელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებულ შენობებზე მათი სახელობის მემორიალური დაფების განთავსება მოხდება. თიბისი ბანკის სათაო ოფისის შენობაზე ალექსანდრე როგოისკის მემორიალური დაფის განთავსება სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პარალელურად თიბისი გალერეა უმასპინძლებს ფოტოგამოფენას, რომელზეც საქართველოში პოლონელი არქიტექტორების მიერ აშენებული ნაგებობები იქნება წარმოდგენილი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















