ზუგდიდში საარჩევნო უბანთან დაპირისპირებისას პოლიციამ 5 პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 12:51 | 30.10.2021
ნანახია: 1112

ზუგდიდში საარჩევნო უბანთან დაპირისპირების შემდეგ პოლიცამ 5 პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, 4 მათგანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ხოლო 1 ქართული ოცნების წარმომადგენელია. დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია.

სიტყვიერი დაპირისპირება ზუგდიდის მერობის კანდიდატ მამუკა წოწერიასთან მოხდა, რაც ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა.

აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე