30 ოქტომბერს ჩვენ არა მხოლოდ თბილისის მერს, არამედ იმ ფასეულობებს ვირჩევთ, რაზეც მუდამ იდგა თბილისი - ეს არის ღირსება, თავისუფლება, სამართლიანობა - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 15:41 | 29.10.2021 ნანახია: 748
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მიმართვას ავრცელებს. მერობის კანდიდატი, თბილისელებს მიმართავს და არჩევენბში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
„მოგესალმებით ჩემს თბილისელებს!
არ მომბეზრდება გავიმეორო, თუ რამხელა პატივია, როდესაც თბილისელები ამ ულამაზეს ქალაქზე ზრუნვის საქმეს განდობენ.
ეს ქალაქი ზუსტად ასახავს ჩვენი ერის ხასიათს - მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისა და განვითარებისაკენ, მის მრავალფეროვნებასა და შემწყნარებლობას.
თბილისი ნათელი ქალაქია, ღია და გულწრფელი ურთიერთობების ქალაქი. მახსოვს ჩემი ბავშვობის თბილისი, უკიდურესი გაჭირვების დროსაც კი, ამ ქალაქს არასოდეს დაუკარგავს საოცარი სითბო, რომელსაც თბილისელები ერთმანეთს უზიარებდნენ.
კარგად მესმის, რამხელა პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, მეორე ვადით განვაგრძო დაწყებული საქმე და ბოლომდე მივიყვანო ყველა რეფორმა და პროექტი, განვახორციელო ის გეგმები, რაც ასე სჭირდება თბილისს.
მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ვიყავი ერთადერთი კანდიდატი, რომელიც საუბრობდა მხოლოდ თბილისზე, მის საჭიროებებზე, თბილისის განვითარების პერსპექტივებზე, რისი გაკეთება შევძელი ჩემს გუნდთან ერთად და რას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის მანძილზე.
თუმცა, მეგობრებო, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ყველას, რომ 30 ოქტომბერს ჩვენ არა მხოლოდ თბილისის მერს, არამედ იმ ფასეულობებს ვირჩევთ, რაზეც მუდამ იდგა თბილისი - ეს არის ღირსება, თავისუფლება, სამართლიანობა.
სწორედ ამ ფასეულობების დასაცავად, 2012 წლის 1 ოქტომბერს და ახლაც, 2021 წლის 2 ოქტომბერს თბილისმა, მთელ საქართველოსთან ერთად, აჩვენა ყველას, რომ არ დაუშვებს ბოროტებისა და ძალადობის ყოფნას და დაბრუნებას ამ ქვეყნისა და ქალაქის სათავეში.
ბოროტების, სიძულვილისა და სიცრუის დამარცხებით, საბოლოოდ უნდა დასრულდეს საზოგადოების დაყოფა, რომელიც თბილისისთვის ორგანულად უცხოა. ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი, სადაც მხარს მიჭერენ ან არ მიჭერენ. ჩემთვის არსებობს ერთი თბილისი, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავალამაზოთ, გავხადოთ საცხოვრებლად უფრო კომფორტული და უსაფრთხო, გავხადოთ უფრო მწვანე და ჯანსაღი, ისეთი, რომლითაც ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს და იამაყებს, სადაც ყველა სიკეთეს თითოეული ადამიანი საკუთარ უბანში, საკუთარ თავზე იგრძნობს.
ამ ყველაფერს კი, სჭირდება სამართლიანობა და მშვიდობა, რაც 30 ოქტომბერს თბილისმა და თბილისელებმა კიდევ ერთხელ უნდა აირჩიონ. თბილისელების კეთილდღეობას სჭირდება ეკონომიკის სწრაფი განვითარება, ადამიანების დასაქმება, რაც შეუძლებელია მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. მომდევნო წლების მანძილზე, ხალხის მიერ ჩვენთვის მონიჭებულ მანდატს და სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ უზრუნველვყოთ თბილისელების მეტი კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ახალგაზრდებისთვის თვითრეალიზების ახალი შესაძლებლობების შეთავაზება.
მჯერა, 30 ოქტომბერს თბილისელები კიდევ ერთხელ აჩვენებენ ყველას, რომ თბილისი დგას სწორი ღირებულებების მხარეს, რომ თბილისი საბოლოოდ ეუბნება უარს ბოროტებას, სიძულვილს, სიცრუესა და ქაოსს და ირჩევს ღირსებას, თავისუფლებას, მშვიდობასა და განვითარებას.
30 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ ჩვენი შვილების ბედნიერ, უსაფრთხო გარემოს, მათი უფლებების ხელშეუხებლობას!
30 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ მომავალს!
იყავი პასუხისმგებელი არა მხოლოდ საკუთარ, სხვების მომავალზეც, შენი ქალაქის მომავალზე!
მოდი არჩევნებზე! გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!“
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















