„ლელო“ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციას არ უერთდება

საქართველო, თბილისი - 14:13 | 24.10.2021
ნანახია: 644

დღეს საღამოს რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციას „ლელო“ არ უერთდება. ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.

მისი თქმით, აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის დაგეგმილი.

„პარტიულ ღონისძიებებზე სხვა პარტიის წარმომადგენლები არ დადიან. თუ ვინმეს სურს, ინდივიდუალურად მივიდეს, ცხადია, ყველანი არიან ამ საკითხში თავისუფლები. ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიება. როდესაც აქცია იგეგმება და ჩვენი პარტია აქციის დაგეგმვაში არ მონაწილეობს, შესაბამისად, იმ აქციაზე ჩვენ წარმოდგენილები არ ვართ, – განაცხადა გალდავამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე