სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უკრაინის დელეგაცია ეწვია
საქართველო, თბილისი - 14:22 | 09.02.2016 ნანახია: 1883სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უკრაინის რადას დეპუტატის ვიტალი კუპრის ხელმძღვანელობით, დელეგაცია ესტუმრა. უკრაინული დელეგაციის მიზანი უკრაინის პენიტენციური სისტემის რეფორმირების პროცესში, საქართველოს პენიტენციური სფეროს რეფორმის კუთხით გამოცდილების გაზიარებაა.
შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშივლი; პრობაციის ერვონული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტმანეტის ხელმძღვანელის მოადგილე კახა ხანდოლიშვილი ესწრებოდნენ.
სამინისტროს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუშაობის, დეპარტმანეტების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციონირების, განხორციელებული რეფორმების და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია პრეზენტაციის სახით მიაწოდეს.
„უკრაინიდან ჩამოსულ სტუმრებს ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ, გავაცანით პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები. საუბარი პრობაციის სფეროში გატარებულ რეფორმებსაც შეეხო. მათი მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება გამოიხატა, ჰქონდათ კონკრეტული კითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები მათთვის ძალიან საინტერესო და მნიშნველოვანია. როგორც დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, მიღებულ ინფორმაციას პრაქტიკაში გამოიყენებენ“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
დელეგაციის წევრების განსაკუთრებული დაინტერესება დაწესებულებებში მსჯავრდებულების რისკების მიხედვით გადანაწილების, ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვის, მსჯავრდებულთა დასაქმებისა და ასევე, ონლაინმაღაზიის მეშვებოთ მსჯავრდებულთა ნაკეთობების რეალიზაციის საკითხებმა გამოიწვია.
დელეგაციის ხელმძღვანელის ვიტალი კუპრის განცხადებით, ქართულ სასჯელაღსრულების სისტემა უკრაინულთან შედარებით, ბევრად წინ არის და შესაბამისად, ამ სფეროში რეფორმებისა და პროექტების კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარება და დანერგვა უკრაინისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.
„უკრაინაში სწორედ ახლა იწყება სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირება, ჩვენთან პოსტსაბჭოთა რეალობა იყო, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევდა. შესაბამისად, გამოცდილების და პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება იმ ქვეყნებისგან, რომლებიც განვითარების დემოკრატიულ გზას ადგანან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვაღიაროთ, რომ აღნიშნულ სფეროში თქვენ ბევრად წინ ხართ. მიმაჩნია, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს გამოცდილებას“ - განაცხადა ვიტალი კუპრიმ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალშიც გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება უკრაინულ დელეგაციას სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის პროცესში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















