ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, „ხელისუფლებას“ ვურჩევ მიმიყვანოთ თქვენს „სასამართლოში“, რათა ქართველმა ხალხმა ჩემგან მოისმინოს სიმართლე - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:00 | 22.10.2021
ნანახია: 669

ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, „ხელისუფლებას“ ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს „სასამართლოში“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ სიმართლე მისგან უნდა მოისმინონ.

„ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, „ხელისუფლებას“ ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს „სასამართლოში“, რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინონ სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე