ევროპარლამენტარებს, რომლებიც სინამდვილეში, „ნაცმოძრაობის“ ლობისტები არიან, აღარ მივცემთ საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების საშუალებას - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 17:14 | 22.10.2021
ნანახია: 704

„პრაქტიკულად, სახელი და გვარები არ იცვლება, საქართველოში მთელი ამ ცხრა წლის მანძილზე ერთი და იგივე ლობისტების მხრიდან იყო მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა, - აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მისი განმარტებით, ცალკეულ შემთხვევებში, ეს მცდელობა სამწუხაროდ, წარმატებული იყო და რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა პოლარიზაციას ქვეყანაში.

"იგივე გახსოვთ რურუას, მელიას, უგულავას, ოქრუაშვილის შემთხვევა, ეს იყო მართლმსაჯულების პოლიტიზების უხეში მცდელობები. ასეთი მცდელობები ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ იქნება წარმატებული საქართველოში, ჩვენ არავის, მათ შორის არც კონკრეტულ ევროპარლამენტარებს, რომლებიც სინამდვილეში, „ნაცმოძრაობის“ ლობისტები არიან, აღარ მივცემთ საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების საშუალებას. ამას დაესვა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი. სააკაშვილი სულ მცირე ექვსი წელი იჯდება ციხეში, რაც არ უნდა თქვან მათმა ლობისტებმა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე