ანდრო ბარნოვმა მთავრობას და რუსების მიერ დადგმულ ბანერს ადგილი მიუჩინა

საქართველო, თბილისი - 13:52 | 28.09.2015
ნანახია: 2108

ანდრო ბარნოვმა მთავრობას და რუსების მიერ დადგმულ ბანერს ადგილი მიუჩინა.

"გორის საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ გავასაჩივრე ეს გადაწყვეტილება და ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის შეურაცხყოფმველია, რომ სააპელაციომ ძალაში დატოვა ეს უკანონობა. მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ეს არის კაპიტულანტური და კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გაგრძელება. რომელიც ემსახურება ერთადერთ რუსულ გეგმას, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი კარგავს პოზიციებს მთელს მსოდლიოში, კავკასიაში უნდა მყარად მოიკიდის ფეხი. საქართველოს შეუძლოა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი, რუსეთის ბარბაროსული ჰეგემონიის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებაში ჩვენს რეგიონში. აღმაშფოთებელია რომ საქ-ს დაღევანდელი ხელისუფლება ირჩევს შადიმანების, ბერბიჭაშვილების, ინაშვილების და ბურჯანძეების გზას. მათ შეუძლიათ რამდენიც უნდათ იმდენი ჯარიმა გამომიწერონ, მაგრა მე ამ ბანერს, რომელიც პატიოსანმა მოქალაქეებმა თავის ხელით ჩამოხსნეს, და ამ ამაზრზენი პროცესის ლოგიკური დასასრულის სახით განვათავსებ მისთვის შესაფერის ადგილასს - ნაგვის ურნაში, სადაც ჩვენი მთავრობის ადგილიცაა", აცხადებს ანდრო ბარნოვი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე