შეიძლება ყოველდღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ყოველდღე ვძლიერდები - მიხელ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 19:03 | 21.10.2021
ნანახია: 477

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებისადმი მორიგ მიმართვას ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველდღიურად ფიზიკურად სუსტდება, მორალურად ძლიერდება.

"დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა - "მიყვარხართ" და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია. დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო! შეიძლება ყოველდღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველდღე ვძლიერდები", - წერს სააკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე