სააკაშვილი არის ის ავანტიურისტი, რომელსაც ყველა მართავს საქართველოს წინააღმდეგ - ირაკლი ქადაგიშვილი
საქართველო, თბილისი - 17:36 | 19.10.2021 ნანახია: 677
"მიხეილ სააკაშვილი არის ის ავანტიურისტი, რომელსაც ყველა მართავს საქართველოს წინააღმდეგ და ამას უნდა მიხვდეს პოლიტიკური კლასიც და, რა თქმა უნდა, ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობაც. ისევე, როგორც ყველა ავტორიტარიზმი მოდის კეთილი სიტყვით, რეფორმებით და ამთავრებს სრული ძალაუფლებით, და ამ ძალაუფლების ტკბობით და მერე საშინელებებით, და მერე აი ამ „სტოკჰოლმის სინდრომით“ იმორჩილებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, აი ეს სურათი გვაქვს ჩვენ დღეს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვერევით, ეს დასრულდება და კარგად დაიმახსოვრეთ ეს ამბავი“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი როდესაც ამბობს, არ ზის თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დარბაზში და რატომ ლაპარაკობენ მასზეო, „ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორია „პოლიტიკური ინფანტილიზმი“.
"რას ჰქვია არ ზის. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს პარლამენტი არ არსებობდეს, ყველაფერს აკეთებს იმიტომ, რომ საქართველოში არ არსებობდეს დემოკრატია, ყველაფერს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ იმისთვის, რომ საქართველოში შექმნას რევოლუციური რეჟიმი და ის პოლიტიკოსები, რომლების ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, „მომავლისკენ მახედებლები“, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობენ, სწორედ ამ პოლიტიკური ინფანტილიზმით არიან დაავადებულები და მერე უკვირთ, რატომ არ არის მათ მხარეს ამომრჩეველი.
არ არის ისე მარტივად საქმე როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. აი, ამ დარბაზში ვინც არ ზის, მან საქართველოს კონსტიტუცია, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რომ მოვიდა, აქცია სუპერპუტინისტურ კონსტიტუციად, და „ქართულმა ოცნებამ“ ის საქმე გააკეთა, რომ ჩვენ საუკეთესო ევროპული სტანდარტების კონსტიტუცია გვაქვს, დღეს სასამართლო გვაქვს, გვქონდა კი პროკურატურის ნოტარიუსი, საგნობრივად თქვით, რომელი კანონია მისაღების სასამართლოს მუშაობის გასაუმჯობესებლად, არ გვინდა ეს სიმბოლოები -მურუსიძე. უამრავი სიმბოლო გავთ შექმნილი, მოკლული, ნაწამები, იმ სიმბოლოებით შეირცხვინეთ ჯერ თავი, ვიდრე ჩვენ რამეს წამოგვაძახებთ.
ჩვენი ევროპელი თუ ამერიკელი მეგობრები, კოლეგები ლობისტები და ა. შ. ხშირად გვეუბნებიან, რომ ის რომ ამ დარბაზში არ ზის „ნაციონალური მოძრაობა და მის ფეხს აყოლილი სხვა ოპოზიცია, არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად უნდა კრემლს. დღესაც გვეუბნებიან, ის რომ მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში, ყველაზე მეტად ახარებს კრემლს. ცოტა ღრმა ანალიზი გავაკეთოთ, რატომ მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი მუდმივად ისე, რომ შედეგი ახარებს კრემლს. 2008 წელს, 2020 წელს, 2021 წელს. რატომ არის ამ ადამიანის ყველა ქმედება საბოლოო ჯამში კრემლის სიხარული და მიხვდით ერთხელ და სამუდამოდ, რომ ეს არის ის ავანტიურისტი, რომელსაც ყველა მართავს საქართველოს წინააღმდეგ და ამას უნდა მიხვდეს პოლიტიკური კლასიც და, რა თქმა უნდა, ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობაც. ისევე, როგორც ყველა ავტორიტარიზმი მოდის კეთილი სიტყვით, რეფორმებით და ამთავრებს სრული ძალაუფლებით, და ამ ძალაუფლების ტკბობით და მერე საშინელებებით, და მერე აი ამ „სტოკჰოლმის სინდრომით“ იმორჩილებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, აი ეს სურათი გვაქვს ჩვენ დღეს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვერევით, ეს დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















