გურჯაანში მეზობელმა ცოლ-ქმარს ესროლა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 13:04 | 19.10.2021
ნანახია: 541

გურჯაანში მეზობელმა ცოლ-ქმარს სანადირო თოფიდან ესროლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ადგილზე გარდაიცვალა, კაცი კი ჭრილობით კლინიკაში გადაიყვანეს.

"რუსთავი 2"-ის ცნობით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ყოფითი ნიადაგზე დაწყებული დავაა, რომელიც მიწის ნაკვეთს უკავშირდება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე