გიგი უგულავა კარანტინის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა

საქართველო, თბილისი - 13:27 | 16.10.2021
ნანახია: 8436

გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით 2000 ლარით დაჯარიმდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

14 ოქტომბერს, გიგი უგულავა აქციაზე სიტყვით გამოვიდა. სცენაზე მან თქვა, რომ შეკრებაზე ექიმების რეკომენდაციით მივიდა. უგულავამ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

15 ოქტომბერს გიგი უგულავამ გამოაქვეყნა "პისიარ" ტესტის პასუხი და განაცხადა, რომ სრულიად ჯანმრთელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე