ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ ნახევარფინალშია

საქართველო, თბილისი - 00:53 | 16.10.2021
ნანახია: 1030

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრწყინვალე სვლას განაგრძობს ინდიან უელსის „მასტერსზე“. მან პროფესიულ ტურში პირველად დაამარცხა ბერძენი სტეფანოს ციციპასი – 6:4, 2:6, 6:4 და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრა ორი საათსა და 11 წუთს გრძელდებოდა.

ქართველი ჩოგბურთელი პირველად გავიდა „მასტერსის“ სერიის ტურნირის ნახევარფინალში. მისი მეტოქე გერმანელ ალექსანდრ ზვერევსა და ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შორის გამარჯვებული იქნება.

ამ გამარჯვებით ნიკა ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგში სულ მცირე, 29-ე პოზიცია დაიბევა, თუ ნახევარფინალშიც გაიმარჯვებს, ნიკას ქულები 2 000-ს გადაცდება და 27-ე პოზიციაზე გადავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე