თბილისის საკრებულოს შენობაში აღმოჩენილი აპარატურა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა, საჭირო გახდეს მასების მართვა და კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის - შსს

საქართველო, თბილისი - 11:41 | 15.10.2021
ნანახია: 490

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საკრებულოს შენობაში აღმოჩენილ აპარატურასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 14 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ. აღნიშნული მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს.
ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.

აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით", - განმარტავენ შსს-ში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე