თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 18:36 | 14.10.2021
ნანახია: 694

თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ამ მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან ასობით მოქალაქე ჩამოვიდა. ისინი აქციაზე საქართველოს დროშებით, ასევე ამერიკის და ევროკავშირის სიმბოლიკითა და სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერებით არიან მისული.

მთელი დღის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მომავალ ავტოკოლონებს ხელს უშლიდნენ "ოცნების" მობილიზებული საჯარო მოხელეები, პარტაქტივი, რომლებსაც ცოცხები მისცეს და გზებზე დააყენეს.

აქციაზე მომავალ ხალხს ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ და აგინებდნენ, ესროდნენ ცოცხებსაც.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე