სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად, რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან და ვიხსნით ქვეყანას - სააკაშვილი ღარიბაშვილს

საქართველო, თბილისი - 18:33 | 11.10.2021
ნანახია: 515

"სწორედ მე და მელია ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად, რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან," - თქვა მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის საპასუხოდ.

სააკაშვილის მიმართვა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ წაიკითხა:

 "ბინძური მოშეს ახალი მესიჯბოქსი, მელიას გაუხარდა მიშას დაჭერა, სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად, რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან უმოკლეს დროში ვიხსნით ქვეყანას ერთად მე და მელია", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ სააკაშვილის ციხეში დაჭერა ყველაზე მეტად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას გაუხარდა.

"ყველაზე მეტად ვისაც გაუხარდა მისი ციხეში დაჭერა, ეს არის ბატონი ნიკა მელია, რომელიც ფარისევლურად დადის და ციხის წინ აკეთებ კომენტარებს. ჩვენ ეს ყველაფერი კარგად ვიცით", - თქვა ღარიბაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე