როცა ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს - ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:50 | 11.10.2021
ნანახია: 632

როცა ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს, - თქვა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობის შესახებ საუბრისას.

"შესაბამისმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალისტები ყოველდღე აკვირდებიან მის მდგომარეობას და დამაკმაყოფილებელი არის. ამას გარდა, როცა ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს - ამასაც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მან პირადად იყიდა შვიდი კოლოფი თაფლი და ნახევარი კილოგრამი მიირთვა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ციხეში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გუშინდელი განცხადებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე