„რატომ მეზღუდება მე ჟურნალისტური საქმიანობის უფლება“ - ეკა მიშველაძე

საქართველო, თბილისი - 18:40 | 08.02.2016
ნანახია: 1637

ჟურნალისტი ეკა მიშველაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორ გიორგი ბარათაშვილისგან განმარტებებს ითხოვს. ჟურნალისტი ინტერესდება, თუ რატომ ვერ ახერხებს ის ტელეარხზე პროფესიული მოვალეობის შესრულებას.

ეკა მიშველაძის თქმით, მან არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ მიიღო პასუხი თავის კითხვებზე და ახლა უკვე ოფიციალური წერილით მიმართა გიორგი ბარათაშვილს.

„ჩემი მთავარი შეკითხვა არის ის, თუ რატომ მეზღუდება მე ჟურნალისტური საქმიანობის უფლება მთელი ამ ხნის განმავლობაში. როდის შევძლებ გავიდე ეთერში და გავაკეთო ჩემი საქმე,“ - აცხადებს ეკა მიშველაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე