ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარებული 35 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 15:29 | 10.10.2021
ნანახია: 752

ე.წ. ჩალაუბნის ტეკის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, 35 წლის ლევან ბეჟაშვილის ცხედარი საგარეჯოში, სოფელ მზისგულში ადგილობრივებმა იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს.

როგორც დედა ამბობს, შვილმა 19 სექტემბერს დაურეკა და უთხრა, რომ  თბილისიდან სამარშრუტო ტაქსით დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა. ამის შემდეგ კი მისი კვალი გაქრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე