ილჰამ ალიევმა ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილს მიუსამძიმრა

საქართველო, თბილისი - 17:18 | 09.10.2021
ნანახია: 571

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიუსამძიმრა.

„ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და გითანაგრძნობთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია ალიევის განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა.

მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. 36 წლის ქალი დღეს, დილით კლინიკაში გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, 37 წლის კაცს, მისი მდგომარეობა მძიმეა.

მაშველებმა უწყვეტი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგედ ნანაგრევებიდან  8 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. მათგან სამი არასრუწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე