ირაკლი ღარიბაშვილს, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მიუსამძიმრა

საქართველო, თბილისი - 16:49 | 09.10.2021
ნანახია: 512

ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მიუსამძიმრა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

"პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო! ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ბათუმში საცხოვრებელი ბინის ჩამონგრევის შესახებ, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამძიმარს გიცხადებთ პირადად თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მთელს საქართველოს მოსახლეობას, ხოლო დაშავებულებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას", - ნათქვამია ალი ასადოვის სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე