კახა კუჭავა უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 10:33 | 08.10.2021 ნანახია: 596
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და საერთო მიზნებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, დეოკუპაციის კუთხით საერთო ძალისხმევასა და სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე, ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს.
"უკრაინაში სწორედ პრემიერ მინისტრის მიწვევით ვიმყოფები. შევეხეთ ბევრ საკითხს - პირველ რიგში, ეს არის ჩვენი საერთო მიზნები, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, აღებული ევროატლანტიკური კურსი და დასახული ამბიციური გეგმები. პირველ რიგში, ეს ეხება ისეთ ამბიციურ გეგმებს, როგორიცაა 1 მილიარდ დოლარზე ვაჭრობის ზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე, ვისაუბრეთ ბევრ სხვა საინტერესო ფორმატზე, მათ შორის, სამი ქვეყნის გააქტიურება ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის კუთხით. ხაზი, ასევე, გაესვა ტურიზმს, რომელიც მაღალი ტემპით იზრდება კოვიდის შემდეგ, თუმცა, გეგმა არის, ეს კიდევ უფრო გაიზარდოს და ამას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი.
შევეხეთ საკითხს, რაც ყველას აინტერესებს, საუბარია, მიხეილ სააკაშვილის, ასე ვიტყოდი, გამოპარვაზე უკრაინიდან. ეს ის მომენტია, რომელიც ნამდვილად უხერხულობას წარმოქმნის ორ ქვეყანას შორის. მათ არ იცოდნენ მისი ამ გეგმების შესახებ - უკანონო საზღვრების კვეთა როგორც უკრაინაში, ასევე, საქართველოში და ზოგადად, შექმნილი უხერხული სიტუაცია. კიდევ ერთხელ, ორივე მხრიდან, ცალსახად იქნა ხაზგასმული, რომ ვერასდროს, ვერცერთი ადამიანი, მათ შორის, თუნდაც, ყოფილი პრეზიდენტი, ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნავ მაინც გაუარესდეს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კუჭავამ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს
პოლიტიკა
- ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოს შესახებ რეკომენდაციები მიიღო
- ირანის ელჩის მუქარისთვის ივანიშვილის რეჟიმს 48 საათის შემდეგაც არ უპასუხია მაშინ, როცა დასავლელი მოკავშირეების ლეგიტიმურ კრიტიკას ძალაუფლებრივი ვერტიკალის მხრიდან აგრესიული შეურაცხყოფის ნიაღვარი მოყვება - "ფედერალისტები"
- მზია ამაღლობელის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი დაირღვა - სახალხო დამცველის ანგარიში
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
- 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
მსოფლიო
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
- ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
- მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















