თურქეთი აგრძელებს ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერას - მევლუთ ჩავუშოღლუ

საქართველო, თბილისი - 12:44 | 07.10.2021
ნანახია: 597

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხად,  რომ აუცილებელია საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწვერიანების მხარდაჭერის გაგრძელება და მათი პოტენციალისთვის დარტყმების საწინააღმდეგო მოქმედებების  განხორციელება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არ ვაღიარებთ ყირიმის ანექსიას. ვფიქრობ, რომ აუცილებელია გაგრძელდეს უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა არამხოლოდ ტერიტორიულ მთლიანობის პრობლემასთან დაკავშირებით, არამედ, ასევე წინ უნდა აღვუდგეთ მათი პოტენციალის მიმართ დარტყმებს და მხარი დავუჭიროთ მათ სწრაფვას ნატო-ს მიმართულებით“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე