სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, აქტივობა დასრულებულია - გურამ მაჭარაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:16 | 07.10.2021
ნანახია: 903

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა სააკაშვილს მხარს არ უჭერს და ეს დაინახეს ევროპარლამენტარებმა.

„მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულებულია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა სააკაშვილს მხარს არ უჭერს და ეს დაინახეს ევროპარლამენტარებმა. კალიურანდის განცხადებაც ამის დასტურია. ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველოში სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, აქტივობა დასრულებულია, სასჯელის აღსრულება კი ისე მოხდება, როგორც განაჩენში წერია“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინდისკუსიაზე ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ „როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე“.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე