ის საწამლავი, რასაც ღარიბაშვილი სააკაშვილზე წერს, არის ფსკერი - ელენე ხოშტარია

საქართველო, თბილისი - 12:00 | 06.10.2021
ნანახია: 547

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილზე პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"ის საწამლავი, რასაც ღარიბაშვილი სააკაშვილზე წერს, თავის ფორმით, ტონით, შინაარსით ბაღიდან უნდა ისწავლებოდეს, რომ არის ფსკერი. სიძულვილი, დამცირება (სინამდვილეში თავს იმცირებს), ტყუილი, ვითომ ძალის დემონსტრირება. სიტუაცია იცვლება ხოლმე, მსგავსი სიტყვები არასდროს არ ქრება

მხდალი ადამიანი რომ ჯოხს დაიჭერს და მოუქნელად იქნევს, მოგერევითო, ეგაა ზუსტად", - წერს ხოშტარია.

დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გამოქვეყნ, სადაც აღნიშნავს, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე