მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში. ვაწვებით ბოლომდე - მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს

საქართველო, თბილისი - 17:04 | 04.10.2021
ნანახია: 509

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა რომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობას აგრძელებს.

როგორც დეკანოიძემ სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ თავდაუზოგავი ბრძოლა გააგრძელონ.

მიხეილ სააკაშვილმა დაკანოიძეს მეგობრებთან და მხარდამჭერებთან, რომლებიც რუსთავის ციხესთან არიან შეკრებილი, წერილიც გამოატანა:

 "მადლობა ჩემო ძმებო და დებო, მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს, ვაწვებით გამარჯვებამდე".

 ხატია დეკანოიძის თქმით, მიხიელ სააკაშვილი საბრძოლო განწყობაზეა:

 "შიმშილობას აგრძელებს, მას შემდეგ რაც დააკავეს, ახლაც, ამის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში წავიდა, ანუ არის მეთვალყურეობის ქვეშ. მიშას გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისადმი, ჩემი მეგობრებისადმი ჩვენს მიმართ, ყველას მიამრთ,  არის ბრძოლა თავდაუზოგავად, რეჟიმის წინააღმდეგ მეორე ტურებში დამარცხება რეჟიმის. მიშას გზავნილი არის ის, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში მოგება, წართმევა "ქართული ოცნების" ხელისუფლების და საკრებულოებში უმრავლესობის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა ხატია დეკანოიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე