სოფელ კაბალში საცხოვრებელ სახლში ორი ხელყუმბარა შეაგდეს

საქართველო, თბილისი - 11:43 | 04.10.2021
ნანახია: 533

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ემზარ მამედოვის საცხოვრებელ სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ასაფეთქებელმა მოწყობილობამ დააზიანა სახლის ეზოში მდგარი ერთი ავტომობილი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ერთ-ერთი ვერსიით, ფაქტი სადავო ბიზნეს წილების გაყოფას უკავშირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე