ყველა პოლიციელმა, ვინც კი შევიდა მიხეილ სააკაშვილთან ასაყვანად, მასთან სელფი გადაიღო - ეკა ხერხეულიძე

საქართველო, თბილისი - 19:37 | 03.10.2021
ნანახია: 507

ყველა პოლიციელმა, ვინც კი შევიდა მიხეილ სააკაშვილთან ასაყვანად, მასთან სელფი გადაიღო, - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ იხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

"ვერავინ ვერ გაასამართლებს მიშა სააკაშვილს, იმიტომ, რომ ობიექტური მიზეზი ამის არ არსებობს, არის პოლიტიკური ნება. თქვა, რომ არანაირი უხეში დამოკიდებულება არ ჰქონია პოლიციას. ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ აქვს პოზიტიური დამოკიდებულება, მან თქვა, რომ ყველა ვინც კი შევიდა მასთან ასაყვანად, ყველამ გადაიღო სელფი სათითოად, პოლიციელებმა", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე