მთელი ღამე არ გვძინებია, ჯერ კიდევ ემოციებში ვართ, დავისვენებთ 1-2 დღე - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:05 | 03.10.2021
ნანახია: 476

მთელი ღამე არ გვძინებია, ჯერ კიდევ ემოციებში ვართ, დავისვენებთ 1-2 დღე და გუნდთან ერთად დავიწყებთ მუშაობას, - ამის შესახებ განაცხადა  TV იმედის ეთერში გორის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", ლადო ხინჩეგაშვილმა.

რა თქმა უნდა, ძალიან გახარერბული ვარ, იმედები გამართლდა, ამ გამარჯვებას ველოდით, ვიცოდით ხალხის განწყობა, ხალხის ნდობას ჩვენი გუნდის, ჩემ მიმართ. მოგეხსენებათ, ძალიან რთული წინასაარჩევნო კაპანია გვქონდა, მთელი ღამე არ გვძინებია, ჯერ კიდევ ემოციებში ვართ, დავისვენებთ 1-2 დღე და გუნდთან ერთად დავიწყებთ მუშაობას მომავალ, კონკრეტულ გეგმებზე.

ხინჩეგაშვილმა არჩევნების პირველივე ტურში  ხმათა 52.89%-ით გამარჯვება მოიპოვა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე