მხარს დავუჭერთ ყველა ოპოზიციონერ მერობის კანდიდატს, რომელიც გადავიდა მეორე ტურში - ბადრი ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 18:47 | 03.10.2021
ნანახია: 535

მხარს დავუჭერთ ყველა ოპოზიციონერ მერობის კანდიდატს, რომელიც გადავიდა მეორე ტურში, - განაცხადა ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

„მხარს დავუჭერთ ყველა ოპოზიციონერ მერობის კანდიდატს, რომელიც გადავიდა მეორე ტურში, მხარს დავუჭერთ სწორედ იმისთვის, რომ ამ ქალაქებში გვქონდეს ისეთი ტიპის მმართველობა, რომელიც გამორიცხავს ნეპოტიზმს, კორუფციას. სწორედ ამ მხარდაჭერით მხარს დავუჭერთ ჩვენი ხალხის ნებას, რომელიც გამოხატა გუშინ და რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები. ჩვენ ყველა ოლქსა და ქალაქში, სადაც ოპოზიციონერი მერობის კანდიდატები გადავიდნენ შემდეგ ტურში, მხარდაჭერას ვუცხადებთ და მეორე ტურებამდე გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა ამ კანდიდატებმა მიაღწიონ წარმატებას“, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე