სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და გასაგებია, რომ ზელენსკი ზრუნავს მის ინტერესებზე - პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:16 | 03.10.2021
ნანახია: 519

სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და გასაგებია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს მის ინტერესებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნავს. აქედან გამომდინარე, მისი ვალდებულებაც არის, მოიკითხოს და იზრუნოს, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესები დაცული იყოს.

ამ სიტუაციის მთელი პარადოქსი არის ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის მსჯავრს. ეს არის მთელი პარადოქსი. რაც შეეხება სამართლებრივ ბერკეტებს, არსებობს ქვეყნებს შორის ასეთი ურთიერთობა, მაგრამ რაიმე ბერკეტი მოთხოვნისა, რა თქმა უნდა, არ არსებობს.

კიდევ ერთხელ, მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და გასაგებია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს მის ინტერესებზე, მეორე მხრივ, სააკაშვილი არის ქართული სასამართლოს მიერ მსჯავრდებული და ის მსჯავრს მოიხდის ქართულ ციხეში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე