ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები - ISFED
საქართველო, თბილისი - 16:40 | 03.10.2021 ნანახია: 578
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (შემდგომში „სამართლიანი არჩევნები“) 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) დააკვირდა.
ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 83 მობილური ჯგუფისგან და 1000-მდე საუბნო და 73 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლისგან. ამასთანავე, „სამართლიანი არჩევნები“ 121 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებს. არჩევნების დღეს, ორგანიზაციის სათაო ოფისში მოქმედებდა მონაცემთა გადამოწმების/ანალიზისა (25 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (21 იურისტი).
არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (Parallel Vote Tabulation - PVT) მეთოდოლოგიას, რომელიც მოიაზრებს დამკვირვებლების განთავსებას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდა დასაკვირვებელი უბნები თბილისშიც. ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი შერჩევაა უბნის გარე დაკვირვების შემთხვევაშიც. დაკვირვების ეს მეთოდი საშუალებას იძლევა დროულად და სწრაფად აღმოვაჩინოთ არჩევნების დღის დარღვევები, სრულფასოვნად შევაფასოთ უბანზე მიმდინარე პროცესები და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ 2 ოქტომბრის განმავლობაში 4-ჯერ წარმოგიდგინათ სადამკვირვებლო მისიის მიერ მოპოვებული ინფორმაცია. ამჯერად, ორგანიზაცია “ წარმოგიდგენთ ხმის დათვლის პროცესის შეფასებას და არჩევნების დღის საბოლოო შედეგებს.
წინასაარჩევნო მონიტორინგის მისია
არჩევნების დღის მისია „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის გაგრძელებაა, რომელიც ორგანიზაციამ 2021 წლის 1 ივნისს დაიწყო და მოიცავდა როგორც ადგილზე დაკვირვებას 71 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, ისე წინასაარჩევნო კამპანიის ანალიზს სოციალური მედიის პლატფორმებზე.
„სამართლიანი არჩევნების“ მიგნებების თანახმად, წინასაარჩევნო გარემო იყო მეტნაკლებად კონკურენტული, ყველა პარტიას შეეძლო ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა მმართველი პარტია სარგებლობდა დიდი უპირატესობით, მის მხარეს ადმინისტრაციული რესურსების მობილიზაციის გამო. წინასაარჩევნო გარემოს ახასიათებდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლე და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება. ამასთანავე, ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამისა და პროექტის ინიცირებას და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა მმართველი პარტიის აგიტაციაში აქტიურ მონაწილეობას. ამგვარი ფაქტებისა და ტენდენციების ერთობლიობა გვაფიქრებინებს, რომ მმართველ პარტიას არ გააჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება უზრუნველეყო უსაფრთხო და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი წინასაარჩევნო გარემო.
ძირითადი დასკვნები
„სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის მისიის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარებდა. თუმცა, გამოიკვეთა ცალკეული ტენდენციები, რომლებმაც არჩევნების დღის გარემოზე უარყოფითად იმოქმედეს.
უბნის შიგნით, დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის არაერთი ფაქტი, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა, არასათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე ხმის მიცემისა და მარკირების გავლისა და შემოწმების პროცედურის დაუცველად ხმის მიცემის შემთხვევები. დაფიქსირდა რეგისტრატორების მიერ ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევა. ხშირი იყო „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა, რაც, ძირითადად, გამოიხატებოდა მათთვის მტრული გარემოს შექმნაში. აღნიშნული ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან ხმის დათვლის პროცესის დასრულებამდე და ჰქონდა განგრძობადი ხასიათი.
პრობლემური იყო ზოგიერთი უბნის მიმდებარედ არსებული გარემო, სადაც გამოიკვეთა ამომრჩეველთა მობილიზების, აღრიცხვისა და სავარაუდო მოსყიდვის არაერთი ფაქტი. პრობლემას წარმოადგენდა პარტიების კოორდინატორთა, ცალკეული ორგანიზაციების წარმომადგენლთა და/ან დაუდგენელ პირთა შეკრებები, რომლებიც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში და/ან მის ფარგლებს გარეთ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ჯგუფებად იმყოფებოდნენ. დაფიქსირდა “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებიც. გარე დაკვირვების პროცესში გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებებით ამომრჩეველთა რამოდენიმეჯერ გადაყვანის შემთხვევა საარჩევნო უბნამდე.
ამ დროისათვის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ სამივე დონის საარჩევნო კომისიებში შეტანილია 260-მდე საჩივარი. 60 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.
ხმების პარალელური დათვლის მონაცემებით (ეროვნული დონე):
- საარჩევნო უბნების 99.2%-ზე არ დაფიქსირებულა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები;
- ხმის დათვლის პროცესში, საარჩევნო უბნების 99.2%-ზე ფუნქციები კომისიის წევრებს შორის წილისყრის პროცედურის დაცვით გადანაწილდა;
- საარჩევნო უბნების 99.6%-ზე ბიულეტენების დათვლის და გამოცხადების პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა;
- საარჩევნო უბნების 98.8%-ზე საარჩევნო მასალები კანონით დადგენილი წესის შესაბამისად დაილუქა.
დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით (თბილისი)
- თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ თბილისში ახალი სახის კენჭისყრის კაბინები (დაბალი და ღია პანელით) შემოიღო. აღნიშნული კაბინები თბილისის უბნების 96.6%-ზე ფიქსირდებოდა. ძველი კაბინები იდგა უბნების 3.4%-ზე;
- საარჩევნო უბნების 99.4%-ზე არ დაფიქსირებულა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები;
- ხმის დათვლის პროცესში, საარჩევნო უბნების 99.3%-ზე ფუნქციები კომისიის წევრებს შორის წილისყრის პროცედურის დაცვით გადანაწილდა;
- საარჩევნო უბნების 99.1%-ზე ბიულეტენების დათვლის და გამოცხადების პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა;
- საარჩევნო უბნების 98.8%-ზე საარჩევნო მასალები კანონით დადგენილი წესის შესაბამისად დაილუქა.
გარე დაკვირვების სტატისტიკა PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით
„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია შერჩევაში მოხვედრილი 120 უბნიდან სრულად მიიღო. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად:
- უბნების 20.8%-ზე პირთა საეჭვო შეკრება შეინიშნებოდა 100 მეტრამდე პერიმეტრში. უბნების 10.8%-ზე შეკრება 100 მეტრის გარეთ ხდებოდა, ხოლო უბნების 8.3%-ში, შეკრება პერიმეტრს შიგნითაც და გარეთაც შეინიშნებოდა. გარე დაკვირვების უბნების 59.2%-ზე, უბნის მიმდებარედ პირთა საეჭვო შეკრება არ გამოვლინდა;
- გარე დაკვირვების უბნების 11.7%-ზე, ამომრჩეველთა აღრიცხვა 100 მეტრამდე პერიმეტრში მიმდინარეობდა. უბნების 5.8%-ზე აღრიცხვა ხდებოდა 100 მეტრის გარეთ, ხოლო უბნების 3.3%-ზე აღრიცხვა პერიმეტრს შიგნითაც და გარეთაც შეინიშნებოდა; უბნების 78.3%-ზე, უბნის მიმდებარედ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების ან სხვა აქტორების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა არ გამოვლენილა;
- უბნების 8.3%-ზე, გამოვლინდა ფიზიკური/სიტყვიერი დაპირისპირების შემთხვევები. ზეწოლა/მუქარისა და მოსყიდვის შემთხვევები დაფიქსირდა უბნების 8.3%-ზე და 4.2%-ზე, შესაბამისად. აღნიშნული დარღვევები არ დაფიქსირებულა უბნების 81.7%-ზე;
- გარე დაკვირვების უბნების 60%-ზე, უბნის მიმდებარედ პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ;
- უბნების 94.9%-ზე, საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის დაშორებით, სააგიტაციო მასალა/კედლის გრაფიტი განთავსებული არ ყოფილა. კამპანიის მასალების განთავსების ფაქტი უბნების 5.1%-ზე დაფიქსირდა;
- უბნების 77.5%-ზე ამომრჩეველთა ორგანიზებული და არაერთჯერადი მობილიზება/ტრანსპორტირება საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად არ დაფიქსირებულა. აღნიშნული შემთხვევები უბნების 22.5%-ზე გამოვლინდა.
არჩევნების დღის შედეგები (პროპორციული, ეროვნულ დონე)
ისფედმა PVT-ის შედეგები დამკვირვებლის 95%-სგან მიიღო. ქვემოთ მოცემულია პარტიები, რომლებმაც არჩევნების პროპორციულ კომპონენტში, ეროვნულ დონეზე 1%-ზე მეტი მოაგროვეს. მოცემული ცხრილი მოიცავს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მაქსიმალური და მინიმალურ შედეგებს (99%-იანი ნდობის ინტერვალით).
პარტია |
გამოთვლილი პროცენტი |
ცდომილების ხარისხი |
მინიმალური შედეგი |
მაქსიმალური შედეგი |
#1 მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი |
1.4% |
+/- 0.21% |
1.2% |
1.6% |
#2 ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის |
1.8% |
+/- 0.27% |
1.5% |
2.0% |
#5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
31.1% |
+/- 1.07% |
30.0% |
32.2% |
#8 დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი |
1.5% |
+/- 0.12% |
1.4% |
1.6% |
#9 ლელო |
2.6% |
+/- 0.20% |
2.4% |
2.8% |
#10 შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია |
1.3% |
+/- 0.10% |
1.2% |
1.5% |
#25 გახარია - საქართველოსთვის |
7.7% |
+/- 0.53% |
7.2% |
8.2% |
#36 გირჩი |
1.0% |
+/- 0.10% |
0.9% |
1.1% |
#41 ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო |
46.6% |
+/- 1.18% |
45.4% |
47.8% |
#45 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება |
1.4% |
+/- 0.17% |
1.2% |
1.6% |
სხვა |
3.7% |
- |
- |
- |
არჩევნების დღის შედეგები (პროპორციული, თბილისი)
ისფედმა თბილისის PVT-ის შედეგები დამკვირვებლის 95%-სგან მიიღო. ქვემოთ მოცემულია პარტიები, რომლებმაც არჩევნების პროპორციულ კომპონენტში, ეროვნულ დონეზე 1%-ზე მეტი მოაგროვეს. მოცემული ცხრილი მოიცავს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მაქსიმალური და მინიმალურ შედეგებს (99%-იანი ნდობის ინტერვალით).
პოლიტიკა
- არ ვიფიქრებდი, რომ ამხელა კორუფციული სისტემა იყო აწყობილი ჯუანშერ ბურჭულაძის გარშემო, ჩვენთვისაც ცუდი ფაქტია - გია ვოლსკი
- დანაშაულია, აბა რა არის, როცა პოლიციელებს სთავაზობ ქრთამს, რომ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგან? - კახა კალაძე ხაბეიშვილის დაკავებაზე
- ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით, ასობით სხვა ადამიანი, რომელიც ლევანს ჩაანაცვლებს 4 ოქტომბერს და ნახავენ ქართველი ხალხის რისხვას - პეტრე ცისკარიშვილი
- რამდენიმე დღეა დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე, მუქარები ადასტურებს ივანიშვილი-კობახიძე-მდინარაძის პანიკას, ჩამოშლილია რეჟიმი, გამარჯვებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ - ლევან ხაბეიშვილი
საზოგადოება
- 9 სექტემბერიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც
- 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი
- ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე - რეზო კიკნაძე
- „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისმა საერთაშორისო რეგატას პირველად უმასპინძლა - ახალი ეტაპი აფროსნობის განვითარებაში
სამართალი
- "დროას" ცნობით, ელენე ხოშტარია დააკავეს
- ვმუშაობთ იმაზე, არსებობს თუ არა კავშირი უკრაინიდან ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტს, 4 ოქტომბრის არჩევნებსა და რადიკალური ჯგუფების დაანონსებულ გეგმებს შორის - სუს-ი
- დაკავებულია პირი, რომელიც 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა - შსს
- პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა
მსოფლიო
- საფრანგეთი მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას, აღმოსავლეთ იერუსალიმში, ძალადობის სპირალი უნდა დასრულდეს, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას - ემანუელ მაკრონი
- თურქეთის ქალაქ იზმირში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა
- ალყაში მოვაქციეთ ის სოფლები, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ - ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში მომხდარი თავდასხმის ადგილზე მივიდა
- გადაეცით თბილი მოკითხვა ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, ვიდრე თქვენ აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ - დონალდ ტრამპი სი ძინპინს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Driving Excellence - „თეგეტამ“ საავტომობილო სექტორში პირველად წლიური ანგარიში წარადგინა
- „შექმნილია შენთვის - ოძეკის სტანდარტებით“ – „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ახალი მასშტაბური კამპანია
- Northern lights in the land of fire - კავკასიის რეგიონში Volvo-ს კიდევ ერთი VRE კონცეფციის შოურუმი გაიხსნა
- ვოლვო, ჯილი, ზიკერი - ახალი ენერგია რეგიონში - რა გეგმები აქვს მანანა ხინაშვილს გენერალური დირექტორის პოსტზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება