ზელენსკი ამბობს, რომ საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების შესახებ არაფერი იცოდა და ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო

საქართველო, თბილისი - 14:33 | 03.10.2021
ნანახია: 508

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არაფერი იცოდა საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების შესახებ და როდესაც შეიტყო ძლიერ გაუკვირდა. მისივე თქმით ეს გადაწყვეტილება არასწორი იყო.

„მე უნდა ვიფიქრო მასზე, როგორც უკრაინის მოქალაქეზე. რატომ გააკეთა ეს... იქ, ადგილობრივი არჩევნებია. ალბათ, ფიქრობდა, რომ ეს პოლიტიკური ნაბიჯია... ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი ვიცოდი, მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი, ის მაინც ხელისუფლებაში იმყოფება და ეს არასწორია, საჭიროა ყველა დეტალისა და ყველა რისკის გარკვევა“,- თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე