არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:56 | 03.10.2021
ნანახია: 533

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული არჩევნების შედეგების თანახმად, "ქართულმა ოცნებამ" დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, თუმცა თბილისსა და კიდევ 20 მუნიციპალიტეტში საჭირო იქნება მეორე ტურის ჩატარება.

მეორე ტური ჩატარდება თბილისში, რუსთავში, ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში. ასევე, რამდენიმე სხვა თვითმმართველ თემში.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნებიდან მეოთხე შაბათს. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო.

ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით, "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 30.51%.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე