განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 11:31 | 03.10.2021
ნანახია: 519

ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" თბილისის საკრებულოში მყარი უმრავლესობის მოპოვება შეძლო.

"ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ თბილისში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, თუმცა, ბუნებრივია, ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე, საბოლოოდ, ამ არჩევნებს მოიგებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში, სულ მცირე 29 მანდატი. მოგეხსენებათ, უმრავლესობის ფორმირებას საკრებულოში 26 მანდატი სჭირდება", - თქვა კობახიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე