ქუთაისში ხატია დეკანოიძემ 43.75% მიიღო, იოსებ ხახალეიშვილმა - 41.86% - წინასწარი მონაცემები

საქართველო, თბილისი - 08:08 | 03.10.2021
ნანახია: 518

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილი 51 უბნის მონაცემების მიხედვით, ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მას ხმების 43,75% აქვს.

მეორე ადგილზეა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, რომელსაც წინასწარი მონაცემებით ხმების 41,86% აქვს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" მერობის კანდიდატმა ანა ლოსაბერიძემ ხმების 4,99% მიიღო, "გახარია – საქართველოსთვის" კანდიდატმა გიორგი გოგუაძემ – 8,05%; "თავისუფალი საქართველოს" კანდიდატმა ირინა საღინაძემ - 1,35%.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე