არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე. დარღვევა იყო, ფაქტია - კახა კუჭავა

საქართველო, თბილისი - 18:49 | 02.10.2021
ნანახია: 495

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე ლურჯი პირბადით იყო მისული, რომელზეც ქართული ოცნების ლოგო იყო გამოსახული.

კუჭავას მტკიცებით, მას დილით არ მიუქცევია ყურადღება იმისთვის, თუ რომელ პირბადეს იკეთებდა.

„დილით რვა საათზე ვეცადე ტრადიციულად პირველი მივსულიყავი უბანზე, არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე. დარღვევა იყო - ეს ფაქტია. ვიცი, რომ შესაბამისი რეაგირებაც იქნება და, როგორც ჩანს, ჯარიმის გადახდაც მომიწევს. მნიშვნელობა არ აქვს, ვისგან შეიძლება მოდიოდეს დარღვევა. რეაგირება იქნება შესაბამისი", - აცხადებს კახა კუჭავა.

ფოტო: "ინტერპრესნიუსი"


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე