ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 41.35%-ია

საქართველო, თბილისი - 18:46 | 02.10.2021
ნანახია: 452

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 446 218 ამომრჩეველია.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 36.71% იყო, 2014 წელს – 34.64%.

2020 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის 45.77% იყო, 2012 წელს კი – 53.0%.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე