ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთაისში, საარჩევნო ყუთში ბიულეტინების ჩაყრს გაქტები დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 14:43 | 02.10.2021
ნანახია: 463

ქუთაისში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით,  ქუთაისის 37-ე უბანზე, "ქართულ ოცნებასთან" აფილირებულმა კომისიის წევრმა, საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა.

ასევე, დეკანოიძის თქმით, 124-ე უბანზე დაფიქსირებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის აქტიურობა, ის შემჩნეულია ფულის დარიგებაში.

დეკანოიძის თქმით, ფულის დარიგების ფაქტები ფიქსირდება 95-ე უბანზეც, ვინმე კახას მხრიდან, რომელიც მისივე ინფორმაციით, "ოცნებასთან" დაახლოებული პირია.

ქუთაისის მერობის კანდიდატის ინფორმაციით, მე-10 უბანზე ამომრჩევლებს ბიულეტენებისთვის ფოტოების გადაღებას აიძულებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე