"მაესტრო" მაუწყებლობას არ წყვეტს

საქართველო, თბილისი - 20:49 | 07.02.2016
ნანახია: 1667

ტელეკომპანია "მაესტრო" მაუწყებლობას არ წყვეტს. არხი ფუნქციონირებას საკუთარი ლოგოთი და სახელწოდებით განაგრძობს, - ამის შესახებ გადაწვეტილება არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ მაკა ასათიანსა და მამუკა ღლონტთან საუბრის შემდეგ მიიღო. 

“როცა მე ეს დოკუმენტები გავიაზრე ბუნებრივია მე გავიარე იურიდიული კოსულტაცია და იურისტებმა მითხრეს, რომ ამას აქვს სამართლებრივი კვალიფიკაცია, იმას რასაც მე ვიტყვი, ამიტომ ჩავაყენე ბუნებრივია ყველა მხარის ადვოკატი საქმის კურსში. ეს იქნება დოკუმენტაცია, მეორე იქნება მიმოწერა საიდანაც ნათლად გამოჩნდება, რომ ეს არ არის ქველმოიქმედებაში დახარჯული ფული“, - განაცხადა "მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე